სპორტის სასახლე




ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ახალი სპორტის სასახლე გახსნა. სპორტული ობიექტის მშენებლობა ერთი წელიწადი მიმდინარეობდა და სახელმწიფოს 3 მილიონი ლარი დაუჯდა.


პირველი სპორტის სასახლე ქუთაისში, სტანდარტული ზომებით (44X24) ზომის მოედნით, ფიტნესკლუბით, გასახდელებით, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახებით, კვების ბლოკით, მაღალი ტექნოლოგიის შიდაგანათებით, სასახლე გათვლილია 1 550 მაყურებელზე.


აქ შესაძლებელია კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, მინი-ფეხბურთსა და კრივში საერთაშორისო ტურნირების და ჩატარება.


სპორტის სასახლეს ღვაწლისმოსილი ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელი მიენიჭა.


No comments:

Post a Comment