მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე


  
   ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

  1937 წელს, ქუთაისში გაიხსნა პიონერთა და მოსწავლეთა სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ქორეოგრაფიის, მომღერალთა, სასულე ორკესტრის, ფოტო და ნატურალისტთა წრეებმა.
  1954 წელს პიონერთა სახლი  სასახლედ გადაკეთდა.  გაიზარდა მოქმედი ჯგუფები. დღეს  არა ერთ მოღვაწე მწერალს, მხატვარს, ისტორიკოსს, მუსიკოსს, სხვადასხვა სამეცნიერო და ხელოვნების წარმომადგენელს ნათლობა სასახლის კედლებში აქვს მიღებული .( თეიმურაზ ლანჩავა, როინ  მეტრეველი, გოგიტა გეგელაშვილი, ნარგიზა მგელაძე, რეზო მიშველაძე...)
 სასახლეში ფუნქციონირებს  ესთეტიკა-ჰუმანიტარულ დისციპლინათა განყოფილება, ფოლკლორის, უცხო ენების, მხატვარ-დიზაინერთა, ხელოვნების მოყვარულთა, საქართველოს ისტორია-ეთნოგრაფიის კაბინეტები, ქართული ენისა და ლიტერატურის, შემოქმედ მოსწავლეთა, ხატვის, მეტყველების, კულტურის, მხატვრული კითხვის წრეები, ხალხური ცეკვისა და სიმღერების ანსამბლები, საბავშვო სიმღერების სტუდია,  დებატთა საინტერესო შეხვედრების კლუბები და ბავშვთა საესტრადო ორკესტრი „აისი“ დავით ჯანელიძის ხელმძღვანელობით .(დავით ჯანელიძე არის ანსამბლ,, 75“-ის ვოკალის-ინსტრუმენტალისტი) ამ საესტრადო ორკესტრში გაიზარდა გიგა კუხიანიძე, რომელიც არის კონკურსში ,,ევროვიზია“ გამარჯვებული, ლაშა ნიქაბაძე, პაატა სვანიძე და გიგა კვენეტაძე, რომელიც ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს.
 ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო დისციპლინათა განყოფილებაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო, უმცროსკლასელთა, სპორტული, ტექნიკურ-მოდელირების, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი, სახალისო და უმაღლესი მათმატიკის, ჭადრაკის, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ტურიზმისა და ავიამოდელირების შემსწავლელი წრეები.
  სასახლეში ყოველწლიურად ეწყობა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, სხვადასხვა დონის საჭადრაკო ტურნირები, კონკურსები და საინტერესო ღონისძიებები. სასახლის ეგიდით ტარდება რესპუბლიკური კონფერენცია გელათის აკადემიაში „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“.
 სასწავლო შემოქმედებით კონფერენციის სამოცდამეათე წლისთვზე ოცმა მოსწავლემ პირველი ადგილი მოიპოვა.
ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება მერაბ მეტრეველის სახელობის საჭადრაკო ტურნირი.
მოვიპოვეთ ინფრომაცია იმ დირექტორებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს.
1945 წლის 27 დეკემბრიდან -1947 წლის 20 აპრილამდე - ნ.ბალანჩივაძე.
1947 წლიდან -1948 წლის 3 აპრილამდე-სუთიძე
1948 წლის 6 მაისიდან -1954 წლის ოქტომბრამდე-შ.ბაკურაძე
1954 წლის 1 ნოემბრიდან -1964 წლამდე- ოთარ ბოკერია
1964 წლის 28 მაისიდან - 1977 წლის 15 სექტემბრამდე-ზურაბ კუხიანიძე
1977 წლის 7 ოქტომბრიდან - 2002 წლის 25 დეკემბრამდე - გურამ ძოწენიძე
2003 წლის 7 ივლისიდან -  2007 წლის 6 ნოემბრამდე - გონერი ჭეიშვილი
2008 წლის 23 იანვრიდან - 2008 წლის 24 ივლისამდე - ლევან შენგელია
2008 წლის 9 სექტემბრიდან - 2011 წლის 4 თებერვლამდე - ზაზა ლეკვეიშვილი
2011 წლის 17 თებერვლიდან - 2011 წლის 9 დეკემბრამდე - ია ვერულაშვილი
2011 წლის დეკემბრიდან - 2013 წლის 31 დეკემბრამდე - მიხეილ ფხაკაძე
2013 წლიდან - 2016 წლამდე დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებდა ია ვერულაშვილი
ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი
2016 წლის 17 თბერვლიდან - მარინა მარჯანიშვილი
 დღევანდელ თაობას სრულფასოვანი განათლება სჭირდება, ამის გარანტი  არის 

სასახლის ლოგო
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.მისამართი:

Facebook გვერდი

No comments:

Post a Comment