ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო–წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: 4600, იმერეთი, ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ., 21ტელ. (ქალაქის): +995 431 224025; +995 431 222403;
ტელ.: +995 579 061044;
ელ-ფოსტა: saeklesio@post.com
1913 წელს ბალახვანის ტერიტორიაზე გაიხსნა პირველი საავადმყოფო,
რომელიც დაარსა სამსონ თოფურიამ. პირველი ექიმი, რომელიც მოღვაწეობდა ამ საავადმყოფოში
იყო ნიკოლოზ პოლმონდიროვი, საკმაოდ ცნობილი და არაჩვეულებრივი პიროვნება.
2000 წელს, 11 აპრილს, N66 ბრძანების საფუძველზე N1 საავადმყოფო
გადაკეთდა შპს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო წმინდა- დავით აღმაშენებლის სახელობის
ქსენონი და გადაეცა ქუთაისის გაენათის ეპარქიას, რომლის მმართველი არის მეუფე კალისტრატე. (იხ.ბრძანების ტექსტი.) ,,საქართველოს პრეზიდენტის ბ.ნ ედუარდ შევარდნაძის
N994 განკარგულების ქუთათელ გაენათენის მიტროპოლიტი კალისტრატეს 2000 წლის 11 აპრილის
N66 ბრძანების საფუძველზე ქუთაისი N1 საავადმყოფოს ეწოდა საეკლესიო საავადმყოფო
სადაც ლოცვა-კურთხევას მამა პანტელეიმონი აღავლენს.
საავადმყოფოს მმართველად დაინიშნა ბადრი ალფაიძე.
ბადრი ალფაიძე დაიბადა 1953 წლის 22 ივლისს, 1970 წელს
დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
1977 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა N1 საავადმყოფოს მორიგე ქირურგად, ზოგადი ქირურგიული
განყოფილების გამგედ. 1997 წლიდან იყო N1 საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ბ.ნ ბადრი ალფაიძის
დროს კეთდებოდა მეტად რთული ოპერაციები (კერძოდ გულის) მან მრავალ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე.
ამჟამად საავადმყოფო არის მრავალპროფილიანი.
§ ზოგადი
თერაპია
§ ზოგადი
ქირურგია
§ ჩირქოვანი ქირურგია
§ რეანიმაცია
§ ბავშვთა პედიატრიული განყოფილება თავისი ლაბორატორიებით
ინფორმაციის მისაღებად გავესაუბრეთ უხუცესს,
ვალოდია არსენიძეს, რომელიც არის 87 წლის და დღესაც მუშაობს აღნიშნულ საავადმყოფოში ტექნიკურ
მუშაკად სამეურნეო დარგში.
rosetta stone totale
ReplyDeletebytefence licence key
ReplyDeleteavast secureline vpn license key 2021
fonelab registration code
solidworks crack
avast driver updater activation code
recover my files crack