კახიანოურის ისტორია

კახიანოური


 მე-20 საუკუნის სამაოციან წლებში ქუთაისის საავადმყოფოდან მუხნარის ტყემდე გაშიშვლებული კახიანოურის ველი გადაჭიმულა, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთის ქარტეხილის სამფლობელოდაა ქცეული. ქალაქის ხელმძღვანელობას მიზნად დაუსახავს ლითოფონის ქარხნისა და აბრეშუმკომბინატის მუშახელის რაოდენობის ზრდა, რომელიც სახლმწიფო დავალებათა შესრულების აუცილებელი პირობა იყო.  გაჩნდა პირველი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები,
















კახიანოური ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული უბანია. ქალაქში შემოსვლისთანავე თვალწინ გადაგეშლება მისი სილამაზე და სითბო, სიყვარული, სიკეთე, გეღვრება სულში.


 ქალაქის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული უბანი კახიანოური, დღემდე ჩვენი ქალაქის ისტორიას შემორჩა რამდენიმე სახელწოდებით, კერძოდ: კახიანოურად, საღორიად, მუხნარად და აგარაკად. უბნის გეოგრაფიული მდებარეობა ოდითგანვე ვრცელი იყო, იკავებდა ქალაქის სამხრეთის დიდ ნაწილს დღევანდელი საღორიის სავამდყოფოდან და მიმდებარე ე.წ მშრალი ხიდიდან ცნობილი რიონის სადგურამდე.  ასე რომ, ძველი კახიანოური მოიცავდა ნომერ პირველ საავადმყოფოს, აბრეშუმკომბინატის, ლითოფონის და სატრაქტორო ქარხნების,პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიებს და რიონჰესის დღევანდელ დასახლებას, რიონის ყოფილი ტურისტული ბაზისა და დღევანდელი რიონჰესის წყალსაცავის ჩათვლით.

                ვახუშტი ბატონიშვილი რამდენიმეჯერ იხსენიებს კახიანოურს.




 თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ იგი წერს: „რიონი მოდის საქართველოს სათავიდან ქუთაისის -კახიანოურამდე ფრიად ჩქარად და მსწაფლად, არც არს თევზი მას შინა, არც ფონი, ორ-სამთა ადგილთაგან კიდე, ხოლო კახიანოურის ქვევით დამდორების და ბაჟს ქვევით განვრცელებული, რამეთუ ვლენან ნავებითა ზღვიდან ბაჟამდე, დაიპყრობენ აქამდე ზუთხსაც ჟამდა “ .


 სახელი „კახიანოურის“ წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრია გაბატონებული ქართული საისტორიო წყაროებსა და მწერლობაში.


 ისტორიკოს ნოე ბალანჩივაძის აზრით, ამ ადგილზე მეფეებს საზამთრო სადგომიც ჰქონდათ აშენებული. ბალახუანის სამხეთით ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს „კახნიაური“, რომელსაც უწოდებს მეფის საზამთრო სადგურს. გერმანელი მოგზაურის, გიულდენშტედტის, სიტყვით,  მის დროს ეს ადგილი უფლისწულის საჯდომი იყო, სადაც იდგა პატარა დანგრეული ციხე კახნიაური. ამ ადგილს ახლაც ძველი სახელი აქვს შერჩენილი - კახნიაურად იწოდება. ვახუშტის კახნიაური - მეფეთა საზამთრო სადგური - უეჭველია, თავისებურ სიმაგრედ უნდა ყოფილიყო ქუთაისის სამხრეთის მისადგომებთან. აქ ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე დღესაც შეიმჩნევა ქვითკირით ნაშენი კედლის ფრანგმენტები. რომელთა სიძველე ეჭვს არ ტოვებს. იგი კახნიაურის ციხე-სადგომის ნაშთი უნდა იყოს. ენათმეცნიერი მიხეილ ალავიძე წერს: „კახნიაური“ მიღებულია ფორმიდან „კახნიაური“ ნ თანხმოვნის გადასმით.


 1614 წელს აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია მძვინვარე შაჰ-აბასი. ქართლის მეფე ლუარსაბი და კახეთის მეფე თეიმურაზი თავიანთი ამალითურთ იმერეთში გადმოვიდნენ. იმერეთის მეფემ ისინი გულთბილად მიიღო, უმასპინძლა და შეიფარა. ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი შენიშნავს : „მაშინ წარვირდა მეფე ლუასრსაბ და კახთ-ბატონი თეიმურაზ მეფე იმერეთს და მიეგება მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითვისა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა“ .






„სოფ. კახიანაური“ ქუთაისის მაზრა “: სამხრეთით ქ.ქუთაისს აკრავს პაწია და თავისი მდებარეობით კოხტა სოფელი კახნიაური, რომელიც დაშორებულია ქალაქ ქუთაისიდან ერთი ვერსის მანძილზედ და გაშენებულია მდ.რიონის მარცხენა ნაპირს, საღორიის აგარაკის ფერდობზედ. წინათ, მთელს საღორიის აგარაკში, აქ დაესახლა სამი გლეხი : კუჭავა , სტურუა და ხვედელიძე. ისინი წინათ არავის აძლევდნენ ადგილის ფასს, რადგანაც არავის ცნობდნენ ადგილის მეპატრონედ, გარდა თავიანთი თავისა და არც ვინ გამოჩნდა მეპატრონედ, ამიტომ სარგებლობდნენ საღორიის აგარაკიდან უფასოდ, მაგალითად, შეშით, საძოვრით და ხე-ტყით. თითქმის კახიანაურის მიდამო, დაწყებული ქალაქის საზღვრიდან, ე.წ „ბალახვნის ხორხითგან“, მოცემული იყო ტყით, სადაც უხვად იყო ნადირი. იმ ადგილას სადაც ახლა ბაღდათის გზატკეცილი გადის, წინათ საცალფეხო გზა იყო : აქ საშიში იყო გავლა, რადგანაც ონავარი ნადირი ბუზივით ირეოდა. მაგალითად ამავე სოფლის მცხოვრებს ეფ. სტურუას მგელმა სამი წლის ქალიშვილი შეუჭამა. მგელი შევარდნილიყო სახლში და თავზე წაატანა პირი აკვანში მწოლიარე ბავშვისათვის. გამწარებულ დედას ეტაცნა ხელები ყურებში მგლისთვის, გადაჯდომოდა და ისე გამოეყვანა მგელი ეზოში. აქ იმას მიშველებოდა სამუშაოდან მოსული მეზობლის კაცი. დაუშინა ნაჯახი თავში და მოკლა მგელი, ყმაწვილი კი ვერ გადაარჩნა, რადგანაც გაცოფებული იყო.


 იმ სამმა მოსახლემ გაჰკაფეს ტყე და ახოებად აქციეს, გაიჩინეს საქონელი და მიეცნენ მყუდრო ცხოვრებას. როდესაც სოფელ კახიანაურის მიდამოების გამიჯვნა დაიწყეს, იმათ დაჰკარგეს არა თუ ის ადგილები, რომლითაც წინათ სარგებლობდნენ, არამედ ისიც, რომელზედაც სახლობდნენ. მაშინდელი ქალაქისთავი ლ.ასათიანი შევიდა იმათ გაჭირვებულ მდგომარეობაში და გამოუცხადა, რომ მათ მიჰყიდონ საეზოვე ადგილი 20-კაპ. 25 კაპიკამდე ოთხ კუთხი საჟენი. ლ. ასათიანმა ნება მისცა ესარგებლათ ტყით და თანაც დაავალა თვალყური ედევნებინათ ტყისათვის, რომ ცეცხლი არ გასჩენოდა.

 სათანადო მასალებით ირკვევა, რომ მე_19 საუკუნის მეროე ნახევარიდან კახიანაურში მოსახლეობის მოზღვავებამ ხელი შეუწყო სამოსახლო მიწის ფასის გაზრდას. მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ტყის მასიური ჭრა,ბუნებირვია,  ტყისადმი უსულგულო დამოკიდებულება, არარეგულარულმა ჭრამ, ხელი შუწყო ფაუნის განადგურებას.თუმცა, საღორიის ტყის გაჭრით ქალაქს ჰქონდა გარკვეული შემოსავალი . 1902 წელს გაჭრილი 13,5 დესეტინიდან სუფთა მოგება დარჩა 3574 მანეთი,  რაც ტყის განადგურების საფრთხის გამო, არ შეიძლევბა ჩაითვალოს კარგ მაჩვენებლად.

 მეოცე საუკუნეში კახიანოური საურმე გზით დაუკავშირდა ბალახვანს. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ქუთისიდან ამ გზით საირმისა და წითელი მინდვრის გავლით ცხენიანი კაცი ერთ დღეში ჩავიდოდა აბასთუმანში.

 კახიანოურის ქუჩაში წააწყდებოდით უამრავ პრობლემას, რომელიც ღმით განსაკუთრებით იჩენდა თავს. შეუძლებელი იყო გადაადგილება ღამის საათებში  გზის საშინელი მდგომარეობის გამო  მშობლები  ვერ ახერხებდნენ პაატარა ბავშვების სკოლაში გაგგზავნას, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. კახიანაურის მოსახლეობამ მოითხოვა გაეხსნათ აღნიშნული უბნისათვის საავადმყოფო და ასევე სკოლა, სადაც ბავშვები  წერა-კითხვა ისწავლიდნენ. სამმართველომაც დიდხანს არ დააყოვნა და 1908 წლის აგვისტოს მიწურულს უბანს ჰქონდა ახალი საავადმყოფო და სკოლა სამწლიანი სწავლებით.

 N33 საშუალო სკოლა.

 სწორედ ამ წლებიდან იწყება კახიანაურის ინდუსტრიის ცენტრად ქცევა : 1924 წელს აშენდა პირველი აეროდრომი, რომელმაც ამავე წელსვე მიიღო თვითმფრინავები, ასევე აშენდა აბრეშუმკომბინატი ,1929 წელს ძაფსაღები წარმოება,  რომლის ფესვებიდან 4 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა აბრეშუმის საქსოვის პირველი წარმოება, რომელსაც შეეძლო ეწარმოებინა 14 მილიონ 500 ათასზე მეტი ქსოვილი, რაც უდიდესი მასშტაბი იყო (რათა მთელ საქართველოში ყველა სხვა საწარმოს წარმოებული ქსოვილი ჯამურად 18 მილიონ მეტრს ვერ სცდებოდა )
1939 წელს აშენდა ლითოფონის ქარხანა, რომელიც ტოლს არ უდებდა არც ერთ ქარხანას. მაშინდელ საბჭოთა კავშირში და შეიძლება ითქვას ჩამოიტოვა ლენინგრადის ლითოფონის ქარხანა.
 საღორიაზე ახალგაზრდობის გამზირის ქუჩის შესახვევში ,მდებარეობს სახლი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ქართველი დრამატურგის , პოლიკარპე კაკაბაძის, მეუღლის მშობლებს. ციტირებას გავაკეთებ: „იმ სახლში, დღესაც იმ კეთილი ხალხის შთამომავლები ცხოვრობენ. სახლს წინ ჰქონდა მშვენიერი, ჩრდილიანი, მოგრძო ეზო, რომელიც რკინიგზის ლიანდაგებისკენ ეშვებოდა “
ამ მშვენიერი ბაღის ეზოში განსაკუთრებით ბევრი ატმის ხე იდგა და სწორედ ამ ატმების ჩრდილში, 1928 წის ზაფხულსა და შემოდგომაზე იწერებოდა „ყვარყვარე თუთაბერი “.
კახიანაურში აღიზარდა უამრავი სახელოვანი სპორტცმენი, რომელთაც თავისი თავდაუზოგავი შრომით წარმოაჩინეს თვიანთი ქალაქი სპორტის უამრავ სახეობაში,
გამოვარჩევთ საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ რომლის საწვრთნელი ბაზა მოეწყო რამდენიმე ათეული წლის წინ.


კახიანაურის ისტორიაზე მუშაობის დროს მოვიძიეთ და თქვენამდე მოვიტანეთ  მასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა  და ბოლოს; ქუთაისში არსებობს 235 ქუჩა, აქედან 26 კახიანაურს უჭირავს , ეს ქუჩებია: ახალგაზრდობის გამზირი, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, მელიტონ ბალანჩივაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, გოგოლის ქუჩა, გორის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, დეპოს ქუჩა, ევდოშვილის ქუჩა, ერევნის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, ფოთის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ლომთათიძის ქუჩა, ნიკო მარის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ჭყონდიდელის ქუჩა  და ხაბეიშვილის ქუჩა.

                                                                                                        

                                                                                              







წყარო:   

რუსლან ხონელიძე ,,კახიანოური“ 2014 წელი,
რედაქტორი მარინა ინანეიშვილი, დიზაინი ოთარ ასათიანისა წიგნის გამოცემის იდეა  დაიბადა საზოგადოება ,,ბაღისკიდე’- ში წიგნის გამოცემაში  დახმარება გასწია  ,,ბაღისკიდე“-ს აქტიურმა  წევრმა შპს ,,ტობეს“ დირექტორმა, ბატონმა  თენგიზ ჩირაძემ

წიგნი ააწყო  დააკაბადონა და დაბეჭდა  შპს ,,ენციკლოპედია ქუთაისის მიერ გამომცემლობის რედაქტორი თენგიზ ხითარიშვილი

მის. ქუთაისი რუსთაველის გამზ. N 3




No comments:

Post a Comment