ქუთაისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქ. ქუთაისში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. № 11.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის № 649 ბრძანებულებით გაუქმდა ქუთაისის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
2007 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. ამჟამად, შენობაში განთავსებულია 7 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: 3 სისხლის სამართლის საქმეთათვის, 3 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეტა განსახილველად, ხოლო ერთი სპეციალიზებული დარბაზი გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2004 წლიდან დღემდე, ხოლო 2003 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.
(მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის 65, ტელ: (995 32 ) 2748158; (995 32 ) 2748162;
სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გაერთიანების პროცესი 2010 წელსაც გაგრძელდა. გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 22 სექტემბრიდან სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები გაერთიანდნენ. თითოეულ ამ რაიონში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში განიხილონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.
საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებ-საიტი
No comments:
Post a Comment