მე- 20 საუკუნის სამოციან წლებში ქუთაისის საავადმყოფოდან
მუხნარის ტყემდე გაშიშვლებული კახიანოურის
ველი გადაჭიმულა, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთის ქარტეხილის სამფლობელოდაა ქცეული. ქალაქის ხელმძღვანელობას მიზნად
დაუსახავს ლითოფონის ქარხნისა და აბრეშუმკომბინატის მუშახელის რაოდენობის ზრდა, რაც სახელმწიფო დავალებათა შესრულების აუცილებელი პირობა იყო. გაჩნდა პირველი მრავალსართულიანი
საცხოვრებელი სახლები, აშენდა სატყეო და სამთო ტექნიკუმები, სადაც არა მარტო ადგილობრივი, არამედ
რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც იღებდნენ პროფესიულ განათლებას, . მაგრამ არ იყო
სკოლა. პატარებს საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებულ მე-11 , მე-12 საშუალო სკოლებში უხდებოდათ სიარული, რაც
რა თქმა უნდა, მოუხერხებელ იყო. საჭირო და აუცილებელი გახდა ამ პრობლემის დაუყოვნებლივ
გადაწყვეტა და მაშინდელი ლენინგრადის ქუჩაზე საფუძველი ჩაეყარა სკოლის მშენებლობას-
ეს რიგით 33_ე სკოლა იყო.
სკოლის კედლები
ყოველდღიურად მაღლდებოდა. ახლოვდებოდა 1966-67 სასწავლო წელი და აი, დაინიშნა პირველი
დირექტორი ბატონი მურმან შენგელია. სასწავლო ნაწილის გამგე ბატონი ჯემალ ქარცხია,
კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ორგანიზატორი ბატონი თარაშ კერძაია.
ბატონი მურმან შენგელია იყო ერუდირებული, გაწონასწორებული, მაღალკვალიფიციური, უაღრესად კოლეგიალური, ყველას რომ უყვარდა და ყველა
რომ უყვარდა .
არაჩვეულებრივი კადრებით დაკომპლექტდა პედაგოგიური კოლექტივიც. დაუვიწყარია ქალბატონების: თამარ კიკვიძის,
ვენერა ქიმუცაძის, ნუნუ ნარიმანაშვილის, თინა ხულორდავას, ეთერ ბატანაკოვას, სონა
ლომთაძის, ქეთევან ხურციძის, ჟოზეფინა შათირიშვილის,
თამარ ჯუღელის, მერი ფაჩუაშვილის, თამარ დიდებელის, ნანა კიკვაძის, სულიკო ახვლედიანის, ვენერა ვაშაყმაძის, იზო კალანდაძის, ფოთოლა ლომინაშვილისა და ნიუზა ცხელაშვილის გაკვეთილები.
ერთი სიტყვით, გატყდა ნავსი და ოდესღაც მიტოვებულ, გაუკაცრიელებულ ველზე სიცოცხლე აელვარდა.
1996 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა 33-ე საშუალო სკოლის ერთი კორპუსი, რომელიც იტევდა
400 მოსწავლეს.
უჩვეულოდ მშვენიერი
იყო ის დღე _ სიცოცხლეს იწყებდა ახალი სკოლა. ცელქი გოგო - ბიჭები, წითელი ყელსახვევებითა და ჭრელაჭრულა ყვავილების თაიგულებით დამშვენებულნი, მშობლების თანხლებით, ავსებდნენ
სკოლის ეზოს. ღიმილიანი სახეებით ხვდბოდნენ პედაგოგებსა და სტუმრებს...
დაიწყო ახალი სასწავლო წლისა და სკოლის ახალმოსახლეობის აღსანიშნავი ზეიმი.
1972-73 სასწავლო წლის 20 აგვისტო.
შეიცვალა
სკოლის დირექტორი. კოლექტივს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა, განათლებული, საქმის კარგი
მცოდნე, ნამდვილი ერუდიტი, ბატონი მიხეილ არახამია. სასწავლო ნაწილის გამგე აწ / გარდაცვლილი ნინო (დოდიკა) ჭუმბურიძე და ოთარ
გუბელაძე.
ბატონი მიშასა
და ბატონი ოთარის დამსახურებაა, რომ საფუძველი ჩაეყარა სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობას.
იმატა მოსწავლეთა
კონტიგენტმა, გაიზარდა
პედაგოგთა რიცხვიც. სრულიად სხვაგვარი გახდა სასკოლო ცხოვრება. მასწავლებლები:ნათელა ქოიავა, ლუბა კაჩუხაშვილი, თალიკო ლიპარტელიანი, დარეჯან ასათიანი, ნუნუ ნარიმანაშვილი, იზო კალანდაძე, ნანა კიკვაძე , თამარ დიდებელი, გივი კიკვიძე, სულიკო ახვლედიანი, ლამარა ქათამაძე, ნიუზა ცხელაშვილი, ნაილი ჩიხლაძე, მაგული გაბიძაშვილი,შორენა ჩიგოგიძე მანანა
გოგლიჩიძე ... იყვნენ ის მასწავლებლები, რომლებიც გვერდით ედგნენ სკოლის დირექციას
და შარავანდედით მოსავდნენ სასწავლებლის სახელს.
ბატონი მიხეილ
არახამია და მისი პედაგოგიური კოლექტივი უდიდეს ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა პატრიოტულ
და ზნეობრივ აღზრდას. ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები ქალაქის მოწინავე
ადამიანებთან. არაჩვეულებრივი იყოს სკოლის თეატრალური დასი, რომელსაც ხელმძღვანელობდა
სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნინო ჭუმბურიძე .
მოსწავლეთა თეატრალურმა
დასმა 1975 წელს წარმოადგინა აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა „პატარა
კახი“... 1976-1977 სასწავლო წლის პირველ საქალაქო დათვალიერებაში „თეატრი და ბავშვები.
საუკეთესო წარმოდგენისათვის სასკოლო თეატრი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით.
1978 წელს ნინო
ჭუმბურიძისა და მაგული ადეიშვილის ხელმძღვანელობით ნორჩ ქიმიკოსთა წრის მიერ მოეწყო
შეხვედრა ქალაქის მოწინავე ქიმიკოს მასწავლებლებთან, განათლების განყოფილებისა და მეთოდკაბინეტის
თანამშრომლებთან. ორიგინალური ფორმით გადაწყვეტილი საღამო _ „ქიმიკოსები და ალქიმიკოსები,“
ცეკვით შესრულებული ქიმიური რეაქციები. მეცნიერთა ნააზრევები,
დიდხანს ჰქონდათ სასაუბროდ ქალაქის სხვადასხვა სკოლებს.
საინტერესო იყო ჯემალ ფაჩუაშვილის მუშაობა მოსწავლეთა შრომითი აღზრდის მიმართულებით.
მისი ძალისხმევით სკოლას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა სატრაქტორო და ლითოფონის ქარხნებთან,
სადაც ბავშვები საწარმოო პრაქტიკას გადიოდნენ.
1978 წელს სკოლის დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. ეს თარიღი საიუბილეო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიების სულისჩამდგმელები იყვნენ იზო
კალანდაძე და ნათელა ქოიავა.
1980 წელს ბატონი
მიხეილ არახამია გადაიყვანეს ლენინის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორის
თანამდებობაზე. სკოლის დირექტორად დაინიშნა აწ გარდაცვლილი ბატონი რუსლან ჭოლაძე,
რომელიც 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სკოლას. იგი იყო მიზანდასახაული, მოტივირებული
(ხშირად ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსაც იღებდა) თუმცა, მოსწავლეებს ზრდიდა დამოუკიდებელი, თავისუფალ, პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებებად.
ბატონი რუსლან ჭოლაძის სახელთან არის დაკავშირებული ღონისძიება, რომელიც სამხედრო პატრიოტული აღზრდის ეგიდით დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-40 წლისთავს მიეძღვნა - ეს იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთი ჯგუფის ლაშქრობა მარუხის უღელტეხილზე.
აი, როგორ გადმოგვცემს ნანახსა და განცდილს ამ ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილე მაშინდელი მეთერთმეტე კლასელი, დავით ჭავჭანიძე.
ბატონ რუსლანის
დირექტორობის პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და
ვინ იცის, რამდენი მოსწავლე დაეუფლა ხარატის, მქსოველისა და მანქანათმშენებლობის პროფესიას.
ჩატარდა უამრავი ულამაზესი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მაშინდელი პიონერთა ხელმძღვანელების, ბიბი სახელაშვილისა და რუსუდან ცინცაძის თაოსნობით გაიმართა გრანდიოზული ინტერნაციონალური
საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ ლენინის რაიონისა
და ქალაქის სკოლების ხელმძღვანელი მუშაკები.
1982 წელს
საქართველოში რესპუბლიკის მასწავლებელთა მე-5 ყრილობა გაიმართა, დელეგატთა შორის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ნინო ჭუმბურიძეც იყო.
ბატონი გურამ
ქარჩხაძე 22 წელი ედგა სათავეში 33_ე საშუალო სკოლას. იგი იყო უაღრესად განათლებული,
კეთილშობილი, უანგარო, შრომისმოყვარე, უსაზღვროდ შეყვარებული სხვის შვილებსა და საკუთარ
სკოლაზე. იყო საოცრად კომუნიკაბელური, ადრე, დილით, იწყებოდა მისი სასკოლო ცხოვრება
და გვიან, წიგნებითა და რვეულებით დატვირთული ბრუნდებოდა შინ. (ხშირად ფეხით მიდიოდა
იმ გაუსაძლის პირობებში) ბატონი მიშა არახამიას დირექტორობის დროს დაწყებული საქმე
სკოლის ახალი კორპუსის მიშენებისა, ბატონმა
გურამმა დააგვირგვინა.
სკოლაში ქუხდა
ღონისძიებები. მუხლჩაუხრელად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საამაყო დირექტორს კოლექტივი ,მის
ყოველ ჩანაფიქრს, გადაწყვეტილებას ხორცს ასხამდა.
მაღალ დონეზე
ისწავლებოდა მშობლიური ენა და ლიტერატურა. ქეთევან ხურციძე იყო პიროვნება, რომელიც
სათავეში ედგა სკოლის ფილოლოგ მასწავლებლებს და მათთან ერთად ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა
ეროვნულ-პატრიოტული სულის განმტკიცებას.
ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგმა ბიბი (ბაბალე) სახელაშვილმა ჩაატარა საქალაქო ღონისძიება
„ჩემო წინაპარო, ჰაუ რა გიქნია“! რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო. 2003 წელს მისივე
ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძე“, რომელმაც
სკოლებს შორის გამართულ თეატრალურ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო ახალგაზრდა
პედაგოგმა, მზია ცირეკიძემ, ჩვენი დიდებული წინაპრები სცენაზე გააცოცხლა.
ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებლის ,იზოლდა კალანდაძის თაოსნობით ,გაიხსნა აკაკი შანიძის სახელობის
ქართული ენის კაბინეტი.
მოწვეულნი იყვნენ: ალექსანდრე წულუკიძის სახელობის პედაგოგიური
ინსტიტუტის მკვლევარი და ენათმეცნიერი, დოცენტი მიხეილ ალავიძე, პროფესორი, ენათ მეცნიერი
რაფიელ შამელაშვილი, დოცენტი, მკვლევარი, ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. კაბინეტი დღესაც ფუნქციონირებს.
კაბინეტის გახსნა
ფეხბედნიერი გამოდგა სკოლას უნივერსიტეტთან კავშირი არ შეუწყვიტავს. 1989 წლის
9 აპრილის გამოძახილით შთაგონებულ ლიტერატურულ საღამოზე ქალბატონმა იზომ მოიწვია მწერალი
და საზოგადო მოღვაწე ლევან სანიკიძე, რომელმაც მოსწავლეთა ჩართულობით გააცოცხლა „წიგნი
მოწამეთას“- თითქმის ყველა პერსონაჟი.
ქალბატონ იზო კალანდაძის ხელმძღვანელობით მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ხალხური პოეზიის საღამო - ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნის „მარგალიტნი და თვალნი პატიოსანნი“- მიხედვით, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ - ,,ექვთიმე თაყაიშვილი", „კავკასიის სემირამიდა და მეფე თამარი“ , „ამონარიდები შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან“. დაუვიწყარი იყო ილია ჭავჭავაძის 150 წლისთავისათვის მიძღვნილი საღამო „ მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“.
სკოლის პედაგოგიურ და მოსწავლეთა კოლექტივს არც ხანდაზმულ
მასწავლებელთა პატივისცემა ავიწყდებათ. დღემდე დაუვიწყარია
ქალბატონების: ქეთევან ხურციძის, ჟოზეფინა შათირიშვილისა და თამარ კიკვიძის გაცილების საღამო,
ქვეყნისა და ახალგაზრდობის წინაშე. ვალმოხდილი მასწავლებლები თვალცრემლიანი ღიმილით
გამოეთხოვენ სკოლას, საყვარელ ბავშვებსა და თანამშრომლებს.
2000 წლის 15
მაისს ქალბატონი დოდიკა ჭუმბურიძის, იზო კალანდაძისა და ეთერ ბატანაკოვას თაოსნობით
სკოლაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება „ბუნება შემოქმედია“ მოწვეული იყო ბუნების
ქომაგი, მეცნიერი, მკვლევარი ბ-ნი არნოლდ გეგეჭკორი. მისმა შემეცნებითი
ხასიათის ინფორმაციებმა, ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა.
მოხდა ისე, რომ სკოლაში სტუმრობის მეორე დღეს მეცნიერი შემოქმედებითი მივლინებით უცხოეთში
გაემგზავრა. დაბრუნდა თუ არა სკოლამ მისი მადლიერების გამომხატველი ასეთი შინაარსის
წერილი მიიღო : “ქალბატონებს : დოდიკა ჭუმბირიძეს, იზო კალანდაძესა და ეთერ ბატანაკოვას. ძვირფასო ქალბატონებო, მინდა სიამოვნებით გავიხსენო ის მშვენიერი დღე, რომელიც
ქალაქ ქუთაისში თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, თქვენი სკოლის ესოდენ შესანიშნავმა ყმაწვილებმა
მაჩუქეს .
ქუთაისიდან თბილისში, ხოლო თბილისიდან სულ
მალე კალიფორნიაში (სან-ფრანცისკო) გამგზავრებულს ფრიად საპასუხისმგებლო საქმეები მელოდა
წინ. ეს იყო ჩემი ექვსთვიანი შემოქმედებითი მივლინების დამამთავრებელი მესამე ბლოკი. პირველი - ავსტრალია ახალ ზელანდიაში, მეორე - ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში, მესამე
- ორივე ამერიკაში სადაც ვეწეოდი საუნივერსიტეტო მოღვაწეობას, ლექცია - სემინარები
პროფესორ მასწავლებლებთან, ლექციების სტუდენტურ აუდიტორიასთან და საველე საექსპედიციო საქმიანობას რომელიც თითოეულ
კონტინენტზე მოიცავდა ათასობით კილომეტრს. ასეთ სიტუაციაში 2 ივნისს, პარასკევ დღეს
მომეცა ბედნიერება მარტოდ მარტოს ხელში ნაკრძალის რუკით, მთელი დღე დამეყო ჯონ მურის
სახელობის სექვოიას ეროვნულ პარკში. იმ დღეს სულ ცოტა 20 კილომეტრიანი მარშუტის გაკეთება
მომიხდა. დაღლილი საღამოს პატარა მდინარის პირას წაქცეულ სექვოიას ხეზე წამოვწექი
ას მეტრამდე ატყორცნილი ხე - გიგანტების წვეროებიდან ცას მიჩერებულს, ჩემდა უნებურად
თავიდან ბოლომდე გამახსენდა ქუთაისში, თქვენი ძალისხმევით ჩატარებული საღამო. არა მგონია
სექვოიას იმ უსიერ ტყეში ოდესმე რომელიმე ქართველს ეფიქრა ქუთათურთა შემოქმედების მსგავს დიდებულ სანახაობაზე.
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმ შორეული წყნარი
ოკეანის პირას ამერიკაში საქართველოს ასეთ ლამაზ
ფერებში გახსენებისათვის. გარწმუნებთ, მაისის ქუთაისში გამართული ის ორსაათნახევრიანი
ზეიმი დასამახსოვრებელი და საპატიოა ჩემთვის. თქვენთან გადაღებული ფირით ამ შესანიშნავ
საღამოს გაეცნო ატლანტის უნივერსიტეტიც . საუკეთესო
სურვილებით თვენი არნოლდ გეგეჭკორი. “
ბატონი გურამ
ქარჩხაძის დირექტორობის პერიოდში სკოლაში ჩამოყალიბდა მუსიკალური სტუდია, რომელშიც
100 მდე ბავშვი ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრის ხელობას სტუდიას ჰყავდა სასწავლო ნაწილის
გამგე ვიოლა გრიგოლაშვილი და 10 მასწავლებელი.
დღეს მუსიკალური
სტუდია წარმატებულად მუშაობს. დაუვიწყარია გაერთიანებული ძალებით ჩატარებული ულამაზესი
საღამო „გაზაფხულის ფერებია“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.ამჟამად სტუდიაში 7 მასწავლებელი მუშაობს. ფორტეპიანოსა და საესტრადო
ხელოვნების პედაგოგ ნანა გეგელაშვილსა და ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაკვრის პედაგოგ
ნანა ჭირაქაძეს არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაუტარებიათ.
დავუბრუნდეთ ისევ
ბატონ გურამის დირექტორობის პერიოდს,. უამრავი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები თუ საწრეო მუშაობები ენაცვლებოდნენ
ერთმანეთს. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთს ვერ ავუვლით გვერდს. 1996 წელს სკოლის
გახსნიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად გაცხოველებული მზადება დაიწყო, რომლიც გრანდიოზულ
ღონისძიებად იქცა. მოწვეულმა უამრავმა სტუმარმა, რომელთა შორის სკოლის კურსდამთავრებულებიც
იყვნენ, უდიდესი სიამოვნება განიცადეს მშობლიური
სკოლის წარმატებით.
2004-2005 სასწავლო წლის 16 სექტემბერს სკოლაში ახალი დირექტორი დაინიშნა. ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე ახალგაზრდა, განათლებული, კომუნიკაბელური, ერუდირებული პიროვნება.
სკოლას შეეცვალა
მოადგილეებიც, ოთარ გუბელაძე და დარეჯან ასათიანი ირმა შველიძემ და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა
ნინო ალავიძემ შეცვალა. საამაყოა,რომ
ოცზე მეტი კურსდამთავრებული დაუბრუნდა სკოლას როგორც მასწავლებელი. 14 დღესაც მუშაობს მშობლიურ სკოლაში, აი ისინიც:
ნინო ალავიძე სოფიო ბახსოლიანი
თამილა გაჩეჩილაძე ნანი გეგელაშვილი
ნინო გუბელაძე ალექსანდრე კახაძე
ნანა მიგინეიშვილი ელენე ჟღენტი
ნანა მიგინეიშვილი ელენე ჟღენტი
მაკა სანიკიძე მარიამ სანიკიძე
ლანა საღრიშვილი ნანა ჭირაქაძე
სოფიო ჯულაყიძე გოჩა ხურციძე
განსაკუთრებული
პატივისცემა და სიყვარული ამ ადამიანებს.
და კვლავ სკოლის
ისტორიის ფურცლები. ახალი დირექტორი, ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე ახლებურად შეუდგა მუშაობას. უპირველესად მასწავლებელთა საქმიანობით დაინტერესდა .გულისყურით
ეკიდებოდა მათთან ურთიერთობას.
სკოლის ახალმა
დირექტორმა ჩამოაყალიბა კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტი რობერტ ბუღაძისა
და ვიქტორია ხუციშვილის ხელმძღვანელობით მასწავლებლები კომპიუტერულ ტექნიკას ეუფლებოდნენ.
აქტიურად
გაგრძელდა სამეცნიერო და შემოქმედებითი შეხვედრების ტრადიციები., მონაწილეობა
მოსწავლეთა მხატვრული თვითშემოქმედების დათვალიერებაში.
გამორჩეული იყო გულია მიქაძის მიერ ჩამოყალიბებული ცეკვის ანსამბლი
და მომღერალთა გუნდი, რომელსაც ბორის გრიგალაშვილი წლების მაძნილზე წარმატებულად ხელმძღვანელობდა. შემდეგ ეს საქმიანობა შალვა შიშიკაშვილმა, ლევან ტეხაშვილმა,
გოჩა ხურციძემ და ნინო ჩიხლაძემ გააგრძელა
2007 წელს სკოლის
დირექტორად დაინიშნა ბატონი დიმიტრი კუტივაძე,
რომელიც ამჟამად
მერიის სამსახურშია, ბატონი დიმიტრის სითბო, სიკეთე, კეთილშობილება, სიყვარული ყველას
კარგად ახსოვს. მან თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტების შესაბამისად წარმართა სკოლის
რეკონსტრუქცია. განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი
პროექტი „ეს უმღერია პაპასა“ და „ო, ენავ ჩემო“. ბატონმა დიმიტრიმ სკოლის კარი გაუღო მოტივირებულ ახალგაზრდებს. მათი თაოსნობით სკოლაში დაიწყო სასწავლო კონფერენციებისა და თანამედროვე სამეცნიერო- სასწავლო პროექტების წარმართვა, როგორიცაა "Microsoft Partners in Learning", "Chain Reaction". ამ დროს სკოლაში მოვიდა ახალგაზრდა ძალზე მოტივირებული, ერუდირებული და კრეატიული დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ ქობულაძე, რომელმაც გააგრძელა თავისი საქმიანობა მომავალ ახალ დირექტორთან ერთდ.
33_ე საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად 2014 წელს დაინიშნა პირველი ქალი, დირექტორი, ქალბატონი მარინა ისკაკოვა,
რომელმაც სკოლის
მართვა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად წარმართა. არის როგორც თავისი საგნის პროფესიონალი,
ასევე საფუძვლიანად ფლობს თანამედროვე მეთოდებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მოპოვებული
აქვს უამრავი სერთიფიკატი, დიპლომები და ჯილდოები.
არის ინოვაციური
სწავლების ექსპერტი და სხვადასხვა სახის პროექტებში გამარჯვებული.
ქუთაისის
მთავარ კარიბჭესთან, მუხნარის ტყეში მხოლოდ ფოთლების ჩუმი, მშრალი და ჩიტების საამო
გალობა ისმოდა. იქვე ახლოს ქალაქის გიგანტური საწარმოს - მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების
ქარხნის გუგუნის ხმა არღვევდა ამ იდილიურ მყუდროებას. სიცოცხლე ჩქეფდა. ქარხნის თანამშრომლები
დილით ადრიანად მიიჩქაროდნენ სამსახურში, თავის პატარებს ხან ვისი და ხანაც ვისი მეთვალყურეობის
ქვეშ ტოვებდნენ. ქარხნის ადმინისტრაციის დღის წესრიგში დადგა საკითხი - საკუთარი თანამშრომლების
შვილებისთვის აეშენებინათ კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებს უსაფრთხო, სანდო ადამიანებთან
დატოვებდნენ. ჩანაფიქრი მალე რეალობად იქცა
და 1985 წელს, მუხნარის ტყესთან ახლოს აშენდა ორსართულიანი, კეთილმოწყობილი,
ახალი ტიპის საბავშვო ბაღი, სადაც 1986 წლის პირველი სექტემბრიდან ბავშვების ჟრიამული
ისმის.
ბაღის
გამგედ დაინიშნა გამოცდილი, პროფესიონალი, კრეატიული და ენერგიული ქალბატონი - მადონა
ბიბილეიშვილი. ბაღისთვის კადრები კონკურსის წესით შეირჩა. აქ გაიზარდა და დაფრთიანდა
მრავალი თაობა. მოგვიანებით ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბაღს ,,ნომერი
პირველის“ სტატუსი მიენიჭა, რაც ბაღის მიერ მიღწეული წარმატებებით იყო განპირობებული. ბაღი აქტიურ თანამშრომლობას
ეწეოდა ,,SOS ქუთაისის ბავშვთა სოფელთან“. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება
გაუწია ბაღს.
2011 წლიდან N1 ბაღს ხელმძღვანელობს - ზაალ ხონელიძე.
ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში ბაღი წარმატებულად იღებს რმონაწილებას.
აქ შექმნილია ბავშვების სულიერი, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის ყველა აუცილებელი
პირობა. N1 ბაღი აქტიურად თანამშრომლობს N33-ე საჯარო სკოლასთან, რაშიც სკოლის დირექტორის ქალბატონი - მარინა ისკაკოვას
უდიდესი შრომაა ჩადებული. ბაღი აგრძელებს იმ საუკეთესო ტრადიციებს, რაც ოცდაათი წლის
მანძილზე დამკვიდრდა. ბაღში ბავშვებისთვის ჯადოსნური გარემოა შემნილი. მრავალი ღირსეული
თაობა გაუზარდა სამშობლოს და ქალაქს N1 ბაღმა ... და ასე გაგრძელდება მარადის, უკუნითი
უკუნისამდე...
ქალბატონი მარინა
ისკაკოვას მოსვლით, სხვა უამრავ პროექტებთან ერთად ახალი სიცოცხლე შეიძინა სკოლის თეატრალურმა
დასმაც. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ბიბი (ბაბალე) სახელაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა
მსახიობებმა ქუთაისის სასკოლო თეატრების ფესტივალზე "N- ოვაცია
2014“ წარადგინეს დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. მართას როლის შემსრულებელი
ანი აბჟანდაძე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სპეციალური პრიზით.
2015 წელს იამვე ფესტივალზე, იამვე მასწავლებლის ხელმძღვანელობით წარმოდგენილ იქნა გოდერძი ჩოხელის „გუდამაყრელთა დიდი წიგნი“
ჩოხელის ფილოსოფიური სიტყვათა და გუდამაყრული სიმღერით გაჯერებული სპექტაკლი მიწვეულ იქნა „IFSAAT”-ის საერთაშორისო ფესტივალზე თურქეთის ქალაქ სიდეში.
სკოლამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 19 დეკემბერს სკოლების თეატრალურ ფესტივალში. წარდგენილი იყო კლდიაშვილის პიესა "სოლომონ მორბელაძე" . დასის ხელმძღვანელები: ბაბალე სახელაშვილი, თორნიკე მარჯანიშვილის, მუსიკალური რეჟისორი: ნანა ჭირაქაძე
N33 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს:
2016 წლის 5 ნოემბერს სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა პედაგოგი და მოსწავლე ჩართულ იყო ღონისძიების მომზადებაში. იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა. მოწვეულ იყო სკოლის ყოფილი დირექტორები, კურსდამთავრებულები, ქალაქის მერიის ხელმძღვანელი მუშაკები.
- მუსიკალური სტუდია "ჰარმონია"
- ჩინური ორთაბრძოლების შემსწავლელი წრე ("უშუ")
- სამბოს სპორტული სექცია
- რაგბის სპორტული სექცია
- ინგლისური ენის შემსწავლელი წრე
- გახანგრძლივებული სწავლების წრე
- ქართული ხალხური ცეკვის წრე
- ახალგაზრდა-აღმომჩენთა კლუბი
- სამოქალაქო განათლების კლუბი "ვოლონტიორები"
მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ თავისი არსებობის 30-წელზე
მეტს ითვლის. სტუდიამ მოღვაწეობა დაიწყო
1985 -წლიდან. ქიმიკოსთა კულტურის დირექტორი გახლდათ ბ/ტ ლევან როხვაძე (ამჟამად ქ. ქუთაისის თეატრალური
საზოგადოების თავჯდომარე) მუსიკალურ სტუდიაში მოსწავლეთა რაოდენობა 150-ს აღწევდა,
ხოლო პედაგოგები 15-ს აღემატებოდა. სტუდიის მოსწავლეები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას
სხვადასხვა სახის საქალაქო თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში. სტუდია „ჰარმონიამ“ უამრავი
სახელოვანი მუსიკოსი აღზარდა, რომლებიც დღემდე
აგრძელებენ მოღვაწეობას.
მიუხედავად უამრავი
სირთულისა, რაც გამოიარა სტუდიამ
თავისი 30 -წლიანი არსებობის მანძილზე, მას მუშაობა არ შეუწყვეტია. 2006-წლიდან
სტუდია აგრძელებს მუშაობას ქ. ქუთაისის
33-ე საჯარო სკოლაში, სკოლის ყოფილი დირექტორის
ბ/ტ დიმიტრი კუტივაძის თანადგომით, ამჟამინდელი სკოლის დირექტორი ქ/ტ მარინა ისკაკოვა
და მისი მოადგილე თამარ ქობულაძეც ასევე გულისხმიერებას იჩენენ სტუდიისადმი. სტუდიის კონტიგენტი ძირითადად დაკომპლექტებულია 33-ე სკოლის მოსწავლეებით.
ამ დროისათვის მუსიკალურ სტუდიაში მოღვაწეობენ შემდეგი პედაგოგები: რუსუდან ხურციძე,
ნანა სანიკიძე, ლელა გიორგაძე, მონიკა სვანიძე, თეონა ჟორჟოლიანი, რომლებიც უანგაროდ ცდილობენ პატარები აზიარონ იმ
საოცარ სამყაროს, რასაც მუსიკის სიყვარული ჰქვია.
მუსიკალურ
სტუდია „ჰარმონიას“ დაარსების დღიდან დღემდე
ხელმძღვანელობს ქ/ბ ნანა გეგელაშვილი. მან დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, წლების
განმავლობაში კურირებდა ქ. ქუთაისის საჯარო
სკოლებთან არსებულ მუსიკალურ სტუდიებს, მუშაობდა
მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამჟამად მუშაობს SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისში“ მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელად
და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში. ( არის საგნის
(მუსიკა) პედაგოგი.)
სსიპ ქუთაისის 33 საჯარო სკოლაში 2015 წელს ჩამოყალიბდა
თოჯინების თეატრი. 2016 წლის 11 თებერვალს დაიდგა პირველი სპექტაკლი „მელაკუდას ჩაშლილი
ხრიკები“. ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი
შორენა ჩიგოგიძე.
2016 წლის 5 ნოემბერს სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა პედაგოგი და მოსწავლე ჩართულ იყო ღონისძიების მომზადებაში. იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა. მოწვეულ იყო სკოლის ყოფილი დირექტორები, კურსდამთავრებულები, ქალაქის მერიის ხელმძღვანელი მუშაკები.
სკოლის ისტორიის გაგრძელება იხილეთ ბლოგზე
33skola.blogspot.com
No comments:
Post a Comment