აბრეშუმის კომბინატი

   1935 წელს შეიქმნა აბრეშუმის კომბინატი, რომელიც აერთიანებდა ძაფსაღებ, საქსოვ და საჩეჩ-სართავ წარმოებას. კომბინატი აბრეშუმის პარკით ძირითადად იმერეთის რაიონებიდან მარაგდებოდა. 15-20 სახეობას, ხელოვნურ და ნატულრალურ აბრეშუმის ქსოვილს, ხამი აბრეშუმის ძაფსა და ნატურალური აბრეშუმის ნართს ამზადებდა, რომელიც იგზავნებოდა როგორც იმდროინდელ საბჭოთა რესპუბლიკაში, ასევე საზღვარგარეთ.
 აბრეშუმკომბინატში მუშაობდა სოციალისტური შრომის გმირი ალექსანდრა გამყრელიძე. სულ მუშა მოსამსახურეთა 4 000 კაცი. ფაბრიკა ჩაბმული იყო სოციალისტურ შეჯიბრებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საფეიქრო კომბინატებთან.

    1933 წელს დაამონტაჟეს 15 დაზგა .1935 წელს 60 , რომლის რიცხვი 224 დან 465 გაიზარდა და აერთიანებდა 7 ბრიგადას.
,
   1936 წლიდან, მუშათა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კ,ომბინატში შეიქმნა ხელობის დაუფლების მაღალი ტიპის წრეები, ხოლო ახლად მიღებული მუშების ტექ. მინიმუმის  შემსწავლელი წრეები. მარტო კ.ასათიანმა 1932-36 წლებში 11 მქსოველი გამოზარდა. გამოირჩეოდნენ ახალგაზრდა მუშათა კადრები: ზ.შალამბერიძე, კ.კანდელაკი, მ.აკოფია, მ.მებუკე, ქ.მარგველაშვილი და სხვები.

   1929 წლის ნოემბერში ძაფსაღებ წაროებაში შეიქმნა გამომგონებელთა ბიურო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მექანიკოსი ვ.რუხაძე. ქუთაისის აბრეშუმის მრეწველობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვ.ერქომაიშვილმა, რომელიც იყო აბრეშუმის ძაფსაღები ქარხნის პირველი დირექტორი 1929 წლიდან, 1935 წელს გადაიყვანეს კომბინატის მშენებლობის უფროსად.

   1935 წლიდან 1938 წლამდე კომბინატის დირექტორები იყვნენ ს.კეკელიძე, გ.პეტუხოვი, ს.სანოძე.  1939 წელს კომბინატის დირექტორად დაინიშნა ო.დავლიანიძე, რომელიც მუშაობდა 1942 წლამდე.   

ო. დავლიანიძს დირექტორობის პერიოდში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მედლით, შრომითი მამაცობისათვის,  დაჯილდოვდნენ 6 დაზგოსანო სტახანოველი მქსოველები. გ. ლიტვინენკო, ე.ბენიძე და  თ.გორგაძე.

    1942-49 წელს კომბინატს სათავეში ედგა  დ.თოთიბაძე. მისი მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა კომბინატი. მთავრობის დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის თოთიბაძე დაჯილდოვდა შრომის წითელი და საპატიო ნიშნის ორდენებით.

   





  1949-52 წლებში აბრეშუმკომბინატის დირექტორად დაინიშნა  გამოცდილების მქონე ინჟინერი, ფეიქარი ა.მიქელაძე. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისებასა და დანერგვაში.

1951 წელს 6 იანვრისათვის კომბინატში მუშაობდა 1350 სტახანოველი, 300 დამკვრელი, 306 მრავალდაზგოსანი. სოციალისტურ შეჯიბრებაში ჩართული იყო 1770 კაცი.




 
 1962-66 წლებში კომბინატის დირექტორი იყო ა.დადუნაშვილი, რომელმაც 1949 წელს დაამთავრა ივანოვის საფეიქრო ინსტიტუტი. ის იყო მრავალი რაციონალიზატო-რული წინადადების ავტორი.

  1966-72 წლამდე გაერთიანებას სათავეში ჩაუდგა ო.ბალანჩივაძე, რომელმაც 1953 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი. მისი მოღვაწეობის პერიოდში გამტკიცდა ცალკეულ საწარმოთა ტექნიკური რეკონსტრუქცია. შეივსო ახალი მანქანა-დანადგარებით. კომბინატი გადადის მართვის ახალ სისტემებზე.

   ერთი მუშის საშუალო თვიური გამომუშავება წლების მიხედვით




1972 წელს გაერთიანებას სათავეში ჩაუდგა მამია თენეიშვილი. მან წარმატებით დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო აბრეშუმის კომბინატში ოსტატად, სადაც გაიარა წარმოების მართვის თითქმის ყველა საფეხური.

1977 წელს გაერთიანების დირექტორად დაინიშნა ვიტალი ხაზარაძე. მისი მოღვაწეობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდუქციის ხარისხი.



1978-80 წლებში დირექტორად დაინიშნა მ.მაჩიტიძე იგი ახორციელებდა პარტიულ, პროფკავშირულ და კომკავშირულ ღონისძიებებს. იბრძოდა მატერიალური ბაზის განმტკიცებისთვის.




1981-85 წელს გაერთიანების დირექტორად დაინიშნა გ.გოგლიჩიძე. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო კომბინატში ცვლის უფროსად. მან დიდი წვლილი შეიტანა რაციონალურ გამომგონებლობით მუშაობაში.


 1990-იანი წლებიდან აბრეშუმის კომბინატზე  გავლენა მოახდინა დემოკრატიულმა მოძრაობამ, ცხოვრების ცვლილებებმა და თანდათან ჩამოიშალა. ამჟამად შემორჩენილია შენობები ,რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა მცირე შპს საწარმოები.


საწარმოში მომუშავე ვეტერანები:





აბრეშუმის საწარმოს შრომის ვეტერანები.

 

მოწინავე მქსოველები.


 

ძაფსაღები წარმოების მოწინავენი.


 

საგამომყვანო წარმოების მოწინავენი.

 

საჩეჩ-სართავი წარმოების მოწინავენი.


  მოსამზადებელი საამქროსა და ენერგეტიკის განყოფილება.




გაერთიანების პროპაგანდისტები




მოწინავე ახალგაზრდა მუშები





დირექციის სხდომა


აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების პარტიული აქტივი




გაზეთ ,,ფეიქარი’’-ს რედაქცია


ხაბეიშვილი უზბეკეთში აბრეშუმის პარკის მიღების დროს

აბრეშუმის პარკის დამუშავების მოწინავენი.

ლიტერატურა:
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორია, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. ე.ქვათაძე  "ქუთაისი აბრეშუმის საწარმს გაერთიანების ისტორია", გამომცემლობა ,,მეცნიერება’’ თბილისი 1985.

No comments:

Post a Comment