ლითოფონის ქარხანა საქართველოში ლაქ-საღებავების უძველესი მწარმოებელია.
ადგილობრივ ბაზარზე დღესდღეობით წარმოდგენილია "ევრომაქს ქოლორზის" სახით და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ემალისა და წყალდისპერსიულ საღებავებს.
დღევანდელი სახით საწარმო 2012 წელს ჩამოყალიბდა. ამ პერიოდიდან კომპანია შპს "ლითოფონი 2012"-ის სახელით საქმიანობს.
ქუთაისის ლითოფონის ქარხნის ისტორია 1954 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მაშინდელმა ქუთაისის ლითოფონის ქარხანამ საღებავების წარმოება დაიწყო.
ქუთაისის ლითოფონის ქარხნის ძირითადი საქმიანობა ქიმიური პროდუქციის წარმოება იყო. აქ იწარმოებოდა ლითოფონი, ბარიტი, შაბიამანი, სხვადასხვა სახის ლაქ-საღებავები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუთაისის ლითოფონის ქარხანა სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, რომლის ძირითადი მესაკუთრე სახელმწიფო იყო.
2012 წლიდან, შპს "ლითოფონი 2012"-მა ,ახალი ბრენდი - "ევრომაქს ქოლორზი" შექმნა, რომელმაც ითავა წარმოების ძველი ტრადიციების გაგრძელება.
წყარო
ქუთაისის ლითოფონის ქარხანა იმდროისათვის ერთ-ერთი მსხვილ, ქიმიურ საწარმოდ ითვლებოდა, რომელიც დაარსდა 1939 წელს. ქარხნის ძირთადი პროდუქცია იყო ლითოფონი, შაბიამანი, ზეთოვანი საღებავები. შაბიამნის ძირითადი მომხმარებელი საქართველოს მევენახეობის რაიონები იყო, ხოლო საღებავები რესპუბლიკის გარეთ გადიოდა.
1967 წლის მაისიდან ექსპლუატაციაში გავიდა მიკრო დაფქვილი ბარიტის საამქრო, სადაც მოღვაწეობდნენ ინჟინერ-ტექნოლოგები ; ს.სადუნიშვილი, პ.მარგველაშვილი, ვ.მუმლაძე, ბ.კალაძე, გ.ანასტასიადმა, ი.ბრეგაძე, ე.სანაძე, ა.ოყრეშიძე, ე.ხეჩინაშვილი. ნ.კიკაჩეიშვილი. საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი ვ.ლომთაძე.
ამ წლებში ლითოფონის ქარხანა თანამშრომლობდა ლენინგრადის გოროვსკის სახელობის ლითოფონის ქარხანასთან. 1990-იანი წლებიდან ქარხანა თანდათან ჩამოიშალა, შეწყდა რესურსების მოწოდება საბჭოთა სივრციდან და გაკოტრდა. ამჟამად მიმდინარეობს შენობის დესტრუქტურიზაცია. შემორჩენილია ჩამოშლილი კედლები და ნაშთები.
No comments:
Post a Comment