1871 წელს საქართველოში
გაიხსნა პირველი რკინიგზა. 1877 წელს სადგური
რიონიდან რკინიგზა ქუთაისში შემოიყვანეს, რომლის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით ხუჯაძე და ვანიკა (ვანო)
წერეთელი. დავით ხუჯაძის გადმოცემით, მეტად რთული ყოფილა მუხნარის
ტყეში რკინიგზის გაყვანა. იმ დროისათვის
არავითარი ტექნიკა
არ არსებობდა, ყველაფერი ხელით კეთდებოდა.
მშენებლობის ხელმძღვანელები თვლიდნენ, დაეტოვებინათ ხის ფესვები
ნიადაგში მიწის ზედაპირიდან 10-15 სმ-ის სიღრმეზე, მაგრამ თბილისიდან ჩამოსულმა დამპროექტებელმა სასტიკად აუკრძალა
ასეთი გადაწყვეტილება, ფესვების დატოვება
რკინიგზის დეფორმირებას გამოიწვევდა. რკინიგზის მშენებლობა სადგური
რიონიდან N1 საავადმყოფომდე (საღორიის სავადმყოფო, ასე ამბობდნენ , დღესაც იტყვიან) ერთ წელზე მეტი გაგრძელდა.
გააფრთხილეს მოსახლეობა, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აეღოთ სახლები. ,,მე არ ვიცი--ამბობს დავით ხუჯაძე- სახელმწიფომ
გადაუხადა თუ არა მოსახლეობას მიწის საფასური, მაგრამ მიწის ნაკვეთის გამოყოფა
არ გაუჭირდებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან ბალახვანში
იმ დროს ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუსახლებელი
იყო“
რკინიგზის ლიანდაგის
ოთხ მეტრამდე სიგანის მთელი ზოლი ქუთაისამდე
დამთავრებული იყო, მაგრამ შეჩერდა საავადმყოფოსთან, რადგან აქ იწყებოდა მჭიდრო
დასახლება . რკინიგზა უნდა გაყვანილიყო ქალაქის ცენტრამდე, სობორამდე, მაგრამ
აქ მოსახლეობის წინააღმდეგობასა და
რელიეფის სირთულესაც წააწყდნენ და ხაზის გაგრძელებაც იქ შეწყდა, სადაც ამჟამად რკინიგზის სადგური
მდებარეობს. დაიწყო მშენებლობა, თბილისიდან ურმით ჩამოჰქონდათ შპალები, სოფელ კვახჭირიდან უღელში შებმული კამეჩებით მიათრევდნენ რელსებს, ხოლო შპალებს ურმით.
სოფელ გეგუთის
კოლმეურნეობა ,,წინსვლის“ თავმჯდომარე
იონა
ფესტვენიძე გადმოგვცემს, რომ იონას მამას, მიხეილს, აქტიური მონაწილეობა მიუღია
რკინიგზის მშენებლობაში, მისი თავკაცობით ყოველდღიურად წერაქვებით, ბარებითა და ნიჩბებით
შეიარაღებული 30-40 კაცი გადიოდა მშენებლობაზე,
გამომუშავებაც მაღალი ყოფილა, რამდენჯერმე შვილებიც,
ვიქტორი და იონა წაუყვანია, რომ ენახა
რკინიგზა.
ვანო წერეთლის
გადმოცემით, ვაგზლის შენობის აგება თბილისელი არქიტექტორების პროექტით მიმდინარეობდა. მას ჰქონდა
ორი მოსაცდელი დარბაზი, რესტორანი,
ხოლო სამხრეთ დასავლეთით ორი პატარა
ოთახი. შენობიდან 20 მეტრის დაცილებით აშენდა
სამორიგეო და სასაწყობო მეურნეობა
, შენობა ღია ბაქნით. მოგვიანებით ვაგზლის ჩრდილო
დასავლეთით საბარგო საწყობები. ვაგზლის
წინა მოედანი მუდამ სავსე იყო ცნობისმოყვარე
ადამიანებით. ეკლარის ქვის კარიერებიდან მიზიდული
საფასადე კუთხის ქვები, კარ-ფანჯრები, კარნიზები ურმით იყო მოზიდული.
პროექტით რკინიგზა
ტყიბულისაკენ, ვაგზლის სამხრეთ-
აღმოსავლეთისაკენ უნდა ,, ყოფილიყო გაყვანილი. დაიწყო მშენებლობა. ისევ ვანო (ვანიკა) წერეთლის ნაამბობიდან ,,ტყიბულისაკენ მიმავალმა მატარებელმა
,, ფერილამ“ 5 ცარიელი ვაგონით აღმართი ვერ დაძლია, უკან
სვლით სადგურის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ჩვენ გაოცებული შევცქეროდით ამ პროცესს,
თბილისიდან ჩამოსულები ოფლში იწურებოდნენ, მაგრამ ორთქმავალმა ძალა მოიკრიბა,
სწრაფად განავითარა სიჩქარე და საშინელი კივილით
მიეფარა თვალს, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ სამწუხაროდ, სერგო ჭარხალაშვილი თვითონაც ნანობს
,რომ ჭაბუკი ვიყავი, რატომ არ ვკითხე თარიღები, ვინ იყვნენ პირველი მემანქანეები ან გამცილებლები“.
1952 წელს
დეპოში სამუშაოდ მისულა 23 წლის ჭაბუკი ავთანდილ
ბექაია , მას ზედმეტ სახელად ,,ბერმუხას ‘’ეძახდნენ. 1968 წელს დეპოს კოლექტივმა საპატიო რკინიგზელის წოდება
მიანიჭა. მან არქივიდან ამოკრიბა მასალები
და გვაუწყა ,რომ პირველი მატარებელი რიონიდან
ქუთაისში შემოვიდა 1877 წელს. ამავე წელს გაიხსნა ქუთაისი - ტყიბულის რკინიგზა.
ბატონი ავთანდილი დიდი პატივისცემით იხსენებს ღვაწლმოსილ მემანქანეებს,
ძმებს, შამშე და ვარდენ
ჭარხალაშვილებს, ანტონ ტყაბლაძეს, ანტონ ჩოგოვაძეს, ოთარ მელაძეს, გივი ქასრაშვილს, კუკური ბეშკენაძეს, ძმებს
კარლო და იონა რიჟამაძეებს, ილო და დავით გოგოხიებს, ჟორა სუთიძეს, ანატოლ პეტუხოვს,
კუკური გვენეტაძეს.
50- იან წლებში დეპოს
შეემატა ტექნიკუმდამთავრებული ახალგაზრდა კადრი: ვალიკო მოხაშავრია, მიხეილ გოგავა , ვახტანგ
კუნჭულია, მიხეილ ბანძელაძე, ავთანდილ ბექაია, ჭოლა ფესვიანიძე იური კუპრაზე, გიზო მიქელაძე,,
ანგურ კაპანაძე. ღირსეულად იმსახურეს სალოკომოტივო დეპოს ხელმძღვანელებმა მათ მძიმე წლები გადაიტანეს ესენი იყვნენ: შალვა შენგელია , კოტე ბარქაია, ალექსანდრე
გარიშვილი, ლავრენტი ქველიძე და ოთარ ფოცხორია.
დაუვიწყარია
აქ მომუშავე დეპოს მორიგეები: ვალიკო ჯიშკარიანი, გიორგი მოსეშვილი,
ვასო ობოლაძე, ალიოშა შენგელია, შოთა ცქიფურიშვილი, ამირან უგრეხელიძე. ამჟამად მათ საქმეებს გიორგი დოლაკიძე, ჯემალ ჭეიშვილი,
თემურ და ანზორ ხუჯაძეები,
თამაზ ჭელიძე განაგრძობენ.
ადრე აქ მთავარ ბუხჰალტრად მუშაობდნენ ევგენი ივანოვი და ლუსია რიჟამაძე. 1985 წლიდან კადრების საქმეს მთელი პასუხისმგებლობით განაგებდა ვანიჩკა
სიხარულიძე, კონსტანტინე ტუღუში, ბიძინა
ბზიკაძე, დღეს კი აგრძელებს რუსუდან თორაძე.
მამა-პაპათა საქმეებს განაგრძობენ მეელმავალეები: ემზარ ბაბუხადია, რობერტი ბუიძე, ოლეგ ბრეგაძე,
იური ბოჭორიშვილი, გურამ ბაღდავაძე, გივი გვენეტაძე,
იუზა დათეშიძე, გულადი იმნაძე, ლევან კაპანაძე, ტარიელ საპანაძე და სხვები. მთელი თავისი ცხოვრება რკინიგზის სამსახურში გაატარა უწყინარმა, გულისხმიერმა კაცმა აპოლონ ჭირაქაძემ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა,
5 შვილი გაზარდა, ორი შვილი გრიგოლი და ნოე მამის კვალს გაჰყვა, ნოეს ორი შვილიც მამის კვალს გაჰყვა. ჯემალმა დეპოში რიგით მუშად დაიწყო მუშაობა. 1991
წელს იგი ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს მუშაკად დაინიშნა.
უბერებელი სადგური ქუთაისი პირველი, რომელიც სალოკომოტივო
დეპოს თანატოლია, სამართლიანად ამაყობს, რომ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე დეპოს
კოლექტივთან ერთად ემსახურება ხალხს.
ლიტერატურა: სერგო ჭარხალაშვილი "სალოკომოტივო დეპო 110 წლისაა"
ქუთაისის გ. ტაბიძის სახელობის საზოგადოება ,,სტამბის“ საგამომცემლო
No comments:
Post a Comment