სატრაქტორო ქარხანა




  1959 წელს  საავტომობილო ქარხნის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა, რომლის პირველ დრიექტორად დაინიშნა ალექსანდრე აბზიანიძე.

 









1962 წლიდან იგი დამოუკიდებელი საწარმო გახდა. ქარხანამ საკუთარი წარმოების პირველი პროდუქცია 1960 წელს გამოუშვა. ქარხნის საერთო პროდუქცია 1966 წელს 2.469 მანეთს შეადგენდა. ქარხანაში მუშაობდა 515 მუშა - მოსამსახურე და ინჟინერ-ტექნიკოსი. რომელთა 80%-ს  ახალგაზრდობა შეადგენდა.

სატრაქტორო ქარხნის მაშინდელი პროდუქციას მთელ საბჭოთა კავშირში იცნობდნენ. ქუთაისელთა მიერ შექმნილ მცირეგაბარიტიან ტრაქტორს - ,,რიონი’’-ს შორეულ ქვეყნებშიც იცნობდნენ: მურმანსკი, სახალინი, კურილის კუნძულები და სხვა.

მოვიძიეთ იმ დირექტორების სია, რომლბიც 1959 წლიდან ხელმძღვანელობდნენ სატრაქტორო ქარხანას.

§  1959 - სერგო ალექსანდრეს ძე აბზიანიძე

§  70-იანი წლებიდან  - რეზო ქარცივაძე

§  ზურაბ შალვას ძე თადუმაძე

§  ამირან დემურის ძე ნაცვლიშვილი

§  მურმან მამრიკიშვილი


.ნ რეზო ქარცივაძის დროს მნიშვნელოვანი ობიექტები აშენდა ,,კახიანოურის’’ ტერიტორიაზე.   

§  33-ე საჯარო სკოლის ახალი კორპუსი

§  N1 საავადმყოფოს ახალი კორპუსი

§  საბავშვო ბაღი მუხნარის ტყეში

§  ქარხნის ადინისტრაციული შენობები და სხვა.

 

90იან წლებში ქარხანა თანდათან ჩამოიშალა და გაკოტრდა. ამჟამად  შენობის  ნაწილი ჩამოშლილია,  ნაწილში კი განთავსებულია მრავალპროფილიანი შპს საწარმოები.



ლიტერატურა : ქუთაისი საბჭოთა ხელისუფლების წლებში

ავტორები: პეტრე ვაჭრიძე, გურამ გაბუნია.

გამომცემლობა საბჭოთა საქართველო. 1967 წელი თბილისი.

No comments:

Post a Comment